რეზონანსი
26.04.2024

ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთ-ერთი მიზანი, რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია.

„როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინო ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლა ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე", - აღნიშნა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×