რეზონანსი
29.11.2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დააანონსა. ამჯერად, სტუდენტებისთვის უფასო საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით აშენდება.

„მინდა აღვნიშნო ახალი ინიციატივები, რომელსაც უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გავითვალისწინებთ. უკვე განვაცხადეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ, რაც ეხება საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.

სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა წარმოადგენს გარგკვეულ პრობლემას, ამიტომ, ჩვენ უკვე დამატებით, საზღვაო აკადემიასთან ერთად ვიზრუნებთ ავაშენოთ ერთიანი საერთო საცხოვრებელი, რაც მისცემს შესაძლებლობას ყველა სტუდენტს უწყვეტად მიიღოს განათლება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ ოქტომბერში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბათუმში 400 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×