რეზონანსი
23.11.2022

ბათუმში 14 წლის გოგო გააუპატიურეს. მოზარდზე სექსუალურად 23 წლის ბიჭმა იძალადა. შემთხვევა 2 დღის წინ, ე.წ. “ოცნების ქალაქში” მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული პირი 14 წლის გოგოს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა და ცოლობას ჰპირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი გაუჩინარდა. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

14 წლის გოგო ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.

“ამბობს, რომ ვიცნობდი ამ ბიჭსო, ჩემი მეგობარი იყოო. მიმოწერები მქონდაო. ეს ბიჭი გზაში მომავალს დაეწია და უთქვამს მე გაგიყოლებ მანქანითო. ჩემმა გოგომ იცნო და გამოჰყვა”, – აცხადებს დაზარალებულის დედა.

საქმეზე დაკავებულია მოზარდის მამა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეს და თავად გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×