რეზონანსი
29.10.2022

სეულში ჰელოუნის აღნიშვნისას სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, 150-მდე კი დაშავდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ ინციდენტის მიზეზები, თუმცა სავარაუდოდ ადამიანებს შექმნილი ჭყლეტისას, გული გაუჩერდათ.

სამხრეთ კორეის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის იონგსან ჩხვე სონის განცხადებით, დღესასწაულზე ყოფნისას ათობით ადამიანი სამედიცინო დახმარებას ითხოვდა, ადგილზე სულ მცირე 81 ადამიანი აცხადებდა, რომ სუნთქვა უჭირდათ. მისივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველებს ამ დრომდე გადაჰყავთ მოქალაქეები კლინიკებში მთელი სეულის მასშტაბით.

ადგილზე 140 სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×