რეზონანსი
29.10.2022

სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ უწყვეტობა იყოს შენარჩუნებული და განჭვრეტადობა ჰქონდეს შენარჩუნებული თვითონ ევროპასაც, რა იქნება პერსპექტივაში და არ აღმოჩნდეს ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც დღეს არის. მათთვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი პრაქტიკულად დაკარგულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ შეიქმნება არც მეორე ფრონტი, არც არანაირი პროვოკაციის საფრთხე არ არსებობს და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით. რა თქმა უნდა, ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ არის ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგრამ ეს ფაქტორები ჩვენ არ უნდა მივიღოთ, ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი. აქამდე ხელისუფლებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აირიდოს აბსოლუტურად ყველანაირი პროვოკაცია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ისეთი სვლა, როგორიც აქამდე გვქონდა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×