რეზონანსი
29.10.2022

რუსეთის გადაწყვეტილებას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლაზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შანტაჟად აფასებს და წერს:

"რუსული შანტაჟის პრიმიტიულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგია, საკვები...ფიქციები „ბინძურ ბომბზე", რომელზეც მთელი მსოფლიო იცინის.

ფიქტიური ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე...

ყველაფერი ძალიან პრიმიტიული და პროგნოზირებადია.

კრიმინალების აგონია, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ინფანტილური ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ და რომ მათი დრო დასასრულს უახლოვდება." წერს ერმაკი ტელეგრამზე.

შეგახსენებთ, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. მიზეზად თავდაცვის უწყება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე „თავდასხმებს" ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×