რეზონანსი
20.10.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რიაზანის რეგიონში, დასავლეთ სამხედრო ოლქის საწვრთნელ მოედანზე მობილიზებულთა წვრთნის პროცესი პირადად შეამოწმა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება.

კრემლის ლიდერი გაეცნო ქვედანაყოფების საბრძოლო კოორდინაციას და სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნას ე.წ. სპეცოპერაციის ზონებში.

პოლიგონზე რუსეთის ლიდერმა შეამოწმა პრაქტიკული წვრთნები ტაქტიკურ, სახანძრო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადებაში.

რუსეთის ლიდერმა ასევე მოისმინა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოხსენება. მან სხვადასხვა სამხედრო სპეციალობაში საბრძოლო მომზადების მობილიზებულ კურსზე და ქვედანაყოფებში საბრძოლო კოორდინაციაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, პრეზიდენტი ეწვია კომპლექსს, სადაც მობილიზებული პირები ქვედანაყოფების შემადგენლობაში სროლის სხვადასხვა მეთოდებს სწავლობენ.

„მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების მომზადების კურსი გაზრდილი ინტენსივობით მიმდინარეობს, წვრთნის პერიოდში თითოეული მსმენელი ერთჯერადი წვრთნებისას გამოიყენებს არანაკლებ 600 საბრძოლო ტყვიას და ხუთ ყუმბარას", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შოიგუს თქმით, საჭიროა 1000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზისა და უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×