რეზონანსი
20.10.2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცხრა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.

აღნიშნული საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, კერძოდ, არსებობს მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა დანაშაულის განმეორებასაც ჰქონდეს ადგილი.

,,ჩვენ ცხრავე ბრალდებულის მიმართ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა. არსებობს მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა დანაშაულის განმეორებასაც ჰქონდეს ადგილი", - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×