რეზონანსი
20.10.2022

კონკრეტულად უკრაინის უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. გვახსოვს დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე უწყება პრაქტიკულად აშანტაჟებს ქვეყანას სანქციებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

„ეს არის შანტაჟის მცდელობა, რომ გახსნან მეორე ფრონტი და ჩაითრიონ ქვეყანა ომში. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა მე ასე მქონია. მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში დააფიქსირა, რომ იყო პირდაპირი მცდელობა შანტაჟის გზით დაებრუნებინათ პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში. კულისებს მიღმა რაც იყო ახლა ამის ღია მცდელობაა. რა თქმა უნდა ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის უბრალოდ გამორიცხული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×