რეზონანსი
20.10.2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ევროპას გაზის მთლიანი მოცულობის ორი მესამედი შეუწყვიტა.

„ჩვენ ამ დანაკლისის შევსება შევძელით. ევროკავშირი დივერსიფიკაციას მიმართავს და რუსეთის ნაცვლად ირჩევს უფრო სანდო მომწოდებლებს. ჩვენ შევძელით მარაგების შევსება, რადგან ზამთარი მოდის კომისიამ ამ მყარ საფუძვლებზე წარმოადგინა ახალი წინადადებები. ამ ინიციატივების განხილვა მოხდება დღეს და ხვალ სამიტზე. უპირველესი ამოცანაა გზები, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ გაზის ფასის დარეგულირებას. ორი მოდელი გვაქვს წარმოდგენილი. ასევე უნდა ვიმსჯელოთ ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ენერგო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების საჭიროებაა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ენერგორესურსებში ინვესტიციების ჩადება, რათა მიწოდება იყოს უსაფრთხო", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×