რეზონანსი
20.10.2022

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ დღეს უკვე შეუძლებელია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის წარმოდგენა, რომელიც რუსეთსაც მოიცავს.

„რა პრინციპებით უნდა მოვაწყოთ პოლიტიკური წესრიგი და უსაფრთხოება ევროპაში? უახლოეს მომავალში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ უსაფრთხოების ახალი წესრიგი ან მშვიდობის ახალი არქიტექტურა ევროპაში, სადაც რუსეთი შეიძლება იყოს განუყოფელი ნაწილი. ის რჩება გეოგრაფიულ მეზობლად და საერთაშორისო სისტემის წევრად, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი წესრიგი კრემლის გარეშე", - აღნიშნა ევროკომისარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×