რეზონანსი
20.10.2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ, „ქრონიკასთან" საუბრისას, აღნიშნა, რომ მზადაა, სტუდენტების პრობლემები მოისმინოს და მათთან ერთად იმსჯელოს მათი გადაწყვეტის გზებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციები, გარკვეულწილად, შეზღუდულია (მას აკადემიური საბჭოს გარკვეული ვადა აქვს დაწესებული და ამ ვადაში უნდა მოხერხდეს მთავარის განხორციელება, რაც არის ახალი რექტორის არჩევნები), მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე, მზად ვარ, უნივერსიტეტში არსებულ ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენს სტუდენტებს შევხვდე, დეტალურად გავიარო [საკითხები]. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: არ არსებობს დახურული საკითხი, თემა და პრობლემა. ჩვენ ყველა ღია ვართ ამ მიმართულებით დიალოგისთვის", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, დღეს სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.

„ბუნებრივია, ჩემთვის, ყველა სტუდენტი ერთია. რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან უნდა მოვისმინოთ ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტს დღეს აქვს შესაძლებლობა, რესურსი, რომ ეს პრობლემები გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად უნდა გადაწყდეს. თუ არ აქვს, სწორედ სტუდენტებთან უნდა ვთქვათ, რომ ეს რესურსი, ამ ეტაპზე, არ არსებობს და დამატებითი შესაძლებლობების ძიება უნდა დავიწყოთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც აწუხებთ, უბრალოდ, ჩვენ ეს პრობლემები ერთად უნდა გადავწყვიტოთ", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×