რეზონანსი
20.10.2022

ვაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან, გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები გათვლილი, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას მომავალშიც თანმიმდევრული, კოორდინირებული აქტივობები ექნება.

ამასთან, პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვების პასუხისას ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე დგანან, თუმცა პროცესში ორივე ქვეყანას სხვადასხვა დინამიკა აქვს და ერთიან სივრცეში შეფასება სწორი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და უკრაინა ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე ვართ ასე ვთქვათ, ერთ სივრცეში, სრულიად განსხვავდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, საქართველო-ნატო-ს ორმხრივი ურთიერთობები უკრაინა-ნატო-ს ორმხრივი ურთიერთობებისგან და ინტეგრაციის დონე, რომელიც აქვს ამ ორ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ერთ განზომილებაში ვართ, სხვადასხვა დინამიკა გვაქვს, სხვადასხვა ინტეგრაციის დონე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პარამეტრი, ამიტომ ამ ნაწილში ერთიან სივრცეში შეფასება სწორი არ იქნება. ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინა-ნატო-ს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, ვაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან, გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, გათვლილი გვაქვს თანმიმდევრული ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი იქნება კონსენსუსით, ორივე მხრიდან შეთანხმებული. ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მომავალშიც ასე იქნება. ნატო-ელ პარტნიორებთან თანმიმდევრული, კოორდინირებული აქტივობები გვექნება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×