რეზონანსი
20.10.2022

„ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, მისმა პარტიამ ხელი „კომპრომისულ შეთანხმებას" მოაწერა.

„დიახ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ კომპრომისულ შეთანხმებებს, ბევრ საკითხზე იყო კომპრომისი, რაც ჩაიწერა მიშელის შეთანხმებაში. კონკრეტულად ჩვენ, „ლელოს" წარმომადგენლებმა, ამ დოკუმენტს ხელი იმ სულისკვეთებით მოვაწერეთ, რომ ეს უნდა შესრულდეს და აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, ჩვენ უკეთესი რამ წარმოგვედგინა თუ არა იმ დოკუმენტში ჩასაწერად. ამიტომ, ყველა, ვინც ახლა უკან იხევს ამ დოკუმენტიდან, არის უპასუხისმგებლო და არ შეიძლება, ხალხის პოლიტიკური ნდობა ჰქონდეს", - აცხადებს სამადაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×