რეზონანსი
20.10.2022

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „მინისტრის საათის" ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ბიჭვინთაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვას.

„მინისტრთან მაქვს მთავარი კითხვა, რომელიც თავის დროზე წერილობითაც გავუგზავნეთ 7-მა დეპუტატმა და ეს ეხებოდა ბიჭვინთის თემას, სადაც აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტს ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემა უნდა განეხილა. რუსეთი პირდაპირ ახდენდა ბიჭვინთის ანექსირებას. ამ საკითხზე საგარეო უწყებას მაშინ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა და დღემდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია", - განაცხადა იოსელიანმა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×