რეზონანსი
20.10.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს.

„უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად გააძლიერებს ალიანსს", - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 66 650 რუსი ჯარისკაცი, 2 567 ტანკი, 5 255 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 646 საარტილერიო სისტემა, 269 თვითმფრინავი, 243 ვერტმფრენი და მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვა აღჭურვილობა გაანადგურეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×