რეზონანსი
05.09.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.

„ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამომწვევებით სავსე პერიოდში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიულმა პარტიამ" ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×