რეზონანსი
10.08.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

BBC News Україна-სთან ინტერვიუში პოდოლიაკი არ დაეთანხმა რუსულ ნარატივს, რომ უკრაინა „ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებს".

„ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელ რუსამდე ვიომებთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ზელენსკი, თუ ასეთი არჩევანი შექმნილი ვითარებით იქნება ნაკარნახევი, პასუხისმგებლობა აიღოს ომის დასრულებაზე არა უკრაინის პირობებით, პოდოლიაკმა უპასუხა, რომ „ასეთი არჩევანი ნამდვილად არ დადგება".

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს რუსეთს ომის დასრულების მომენტში.

„რუსთის პოლიტიკური ელიტა ოდნავ არაადეკვატურ პროპაგანდისტულ მდგომარეობაშია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მათგანი იქნება მემკვიდრე", - განმარტა მან.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი ბრძოლის ველზე არაერთ მნიშვნელოვან ტაქტიკურ მარცხს განიცდის, რუსეთში ელიტის შიგნით კონფლიქტური პროცესები დაიწყება, რამაც ძალაუფლების განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება გამოიწვიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×