რეზონანსი
14.07.2022

ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის", მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის" გვერდზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინიდან იძულებით გაყვანილ ადამიანთა რიცხვმა 1,6 მილიონს მიაღწია, რომელთაგან 260 000 ბავშვია.

„1,6 მილიონი დეპორტირებული (260 000 ბავშვი), ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა - „რუსული სამყაროს" ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის", მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, რათა საინფორმაციო გამოშვებებში ცუდი ამბები არ ნახოს", - წერს პოდოლიაკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×