რეზონანსი
09.07.2022

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკის“ ეთერში თენგიზ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზები დაასახელა.

„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში დომინირებს შტამი, რომელიც წინამორბედი შტამებისგან განსხვავდება კიდევ უფრო მაღალი გადამდებობით. ის უფრო იოლად ვრცელდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. საბედნიეროდ, დაავადების სიმძიმე ისეთივეა, როგორც „ომიკრონის“ სხვა შტამების დროს იყო, და ამ მხრივ გართულება არ ყოფილა. ამით აიხსნება შემთხვევების მომატებული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზია გაზრდილი მობილობა. ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ძალიან ბევრი ქართველი დაინფიცირდა უცხოეთში. გარდა ამისა, თანდათან მცირდება იმუნური ფენა. ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა“, - განაცხადა ცერცვაძემ,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×