რეზონანსი
09.07.2022

დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პროევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა. პოლარიზაციის მიღმა მე მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას. ამ ხმებს საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა იმ მხარეებისგან, რომლებსაც პოლიტიკაში როგორღაც ნულოვანი ჯამის - „მე ვიგებ, შენ აგებ“ ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება“, - აცხადებს ჰარცელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×