რეზონანსი
09.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში განახორციელებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას ეხება.

„როგორც კი საქართველო მიიღებს შესაბამის სტატუსს, სწორედ დეპოლარიზაციის უფრო უკეთ აღმოფხვრის მიზნით, რომელსაც ერთდროულად როგორც კანდიდატის სტატუსი წაადგება აუცილებლად, ასევე კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი თვის ვადაში (ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება), დამატებით ორი მოსმენით მიიღებს კიდევ იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

2%-იანი საარჩევნო ბარიერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი ისევ ულტიმატუმით პასუხობს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ „ქართული ოცნება" საარჩევნო ბარიერს უპირობოდ, კონკრეტული დათქმის გარეშე დაწევს. ევროკომისიის რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, საკუთარი ინიციატივით, მეცამეტე პუნქტის დამატებას ცდილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×