რეზონანსი
09.07.2022

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 12 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი სპექ­ტაკ­ლი „მეფე ლირი" მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ერთ-ერთი მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

„12 ივ­ლისს და­ნიშ­ნუ­ლი სპექ­ტაკ­ლი „მეფე ლირი" მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მო­იხ­სნა. ბო­დიშს გიხ­დით" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სპექ­ტაკ­ლის მოხ­სნის მი­ზე­ზი რე­ა­ლუ­რად სხვა რამ არის. კერ­ძოდ, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ეს უკავ­შირ­დე­ბა სპექ­ტაკლში მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის თე­ატ­რი­დან წას­ვლას, სა­უ­ბა­რია აკა­კი ხი­და­შელ­ზე.

ზურა გე­წა­ძე: რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი რა­ტო­მაც მო­იხ­სნა სპექ­ტაკ­ლი - „მეფე ლირი", არის ახა­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის უსა­მარ­თლო, უკა­ნო­ნო და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ. კო­მენ­ტა­რებ­ში იხი­ლეთ აკა­კი ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდე­ბით. ჩემი სო­ლი­და­რო­ბა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის გა­მორ­ჩე­ულ, უმაგ­რეს მსა­ხი­ობს, პრო­ფე­სი­ო­ნალს, ღირ­სე­ულ პი­როვ­ნე­ბას - ბა­ტონ აკა­კი ხი­და­შელს!

ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვი­ლი: 12 ივ­ლისს „მეფე ლი­რის" მოხ­სნის მი­ზე­ზი მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას დაბ­რალ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ახა­ლი სამ­ხატ­ვრო ხელმღვა­ნე­ლის უტი­ფა­რი საქ­ცი­ე­ლის მი­ზე­ზი გახ­და ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის თე­ატ­რი­დან წას­ვლა!!! სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ ბა­ტონ აკა­კი ხი­და­შელს! მისი ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი სტი­მუ­ლია ჩემ­თვის.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ასე­ვე, რომ ხი­და­შელ­მა ცოტა ხნის წინ მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი მის­წე­რა და თე­ატ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ და თე­ატ­რი­დან წა­სულ ხი­და­შელს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ.

„თე­ატ­რში მიმ­დი­ნა­რე ბოლო მოვ­ლე­ნებ­მა გა­ა­ჩი­ნა ბევ­რი შე­კი­თხვა, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხე­ბი თქვენ­გან ვერ მი­ვი­ღე. რო­გორც გახ­სოვთ, თქვე­ნი წარ­დგი­ნე­ბის დღეს, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და­სის წევ­რებს ხელ­ფა­სის ზრდას შე­პირ­და. მან თა­ვი­სი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და თე­ატრს ბი­უ­ჯე­ტი საგ­რძნობ­ლად გა­ე­ზარ­და.

შემ­დეგ, აპ­რი­ლის ბო­ლოს, როცა ახა­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა და­ი­წყეთ მსა­ხი­ო­ბებ­თან, ეტყო­ბა მი­იჩ­ნი­ეთ, რომ უკვე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, აშ­კა­რა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის უფ­ლე­ბა გქონ­დათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წევ­რს გა­უ­ზარ­დეთ საგ­რძნობ­ლად ხელ­ფა­სი, და­სის და­ნარ­ჩენ წევ­რებს ან და­უ­ტო­ვეთ მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი, ან შე­უმ­ცი­რეთ, ზოგს კი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მამ­დე და­უყ­ვა­ნეთ. თქვენ ასე „მო­ახ­მა­რეთ" თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს სა­მი­ნის­ტრო­დან და­მა­ტე­ბუ­ლი თან­ხა.

ჩვე­ნი პი­რა­დი შეხ­ვედ­რი­სას, ჩემი მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სის (250 ლა­რის) და­ნიშ­ვნის მი­ზე­ზად და­მი­სა­ხე­ლეთ შემ­დე­გი: 1. ის რომ სა­ჭი­რო­ე­ბა ახლა ასე­თია თე­ატ­რის­თვის, 2. რომ მე კი­დევ ორ სხვა თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ.

მე გენ­დეთ, რად­გან ჩავ­თვა­ლე, რომ თე­ატ­რში ხელ­ფა­სის გა­ცე­მის ახა­ლი წესი გან­სა­ზღვრეთ, რის გა­მოც თქვენს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ვა­წე­რე. რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, თქვენ იც­რუ­ეთ, რად­გან იმ მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ვა თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბენ, ხელ­ფა­სი გა­უ­ზარ­დეთ. გა­უ­გე­ბა­რია რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლეთ, როცა ესო­დენ მკვეთ­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცით თავს და­სის იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად შეგ­ვიმ­ცი­რეთ ხელ­ფა­სი.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო გაჩ­ნდა ეჭვი, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცია იმ მდა­ბიო გან­ზრახ­ვით ჩა­ი­დი­ნეთ, რათა რე­პერ­ტუ­ა­რი­დან გა­გექ­როთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სპექ­ტაკ­ლი, რად­გან ფიქ­რობ­დით, რომ ამ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბი, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო და­ტო­ვებ­დნენ თე­ატრს და სპექ­ტაკ­ლის მოხ­სნა თქვენ აღარ დაგბ­რალ­დე­ბო­დათ. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე დავ­ტო­ვო თე­ატ­რი", - წე­რია ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის ად­რე­სა­ტი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ივა­ნე ხუ­ციშ­ვი­ლია. წე­რი­ლი 15 ივ­ნი­სით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×