რეზონანსი
09.07.2022

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერს.

„უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. აშშ დამატებით გამოყოფს დაახლოებით 368 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინელი ხალხისა და ლტოლვილებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის გამო საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ", - წერს ბლინკენი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×