მარიამ ვეკუა
22.08.2025

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ „ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემულმა ინტერვიუმ და ამასთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა სკანდალმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას ახალი თავსატეხი გაუჩინა. გორის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციამ უკვე დაიწყო რაზმაძის იმპიჩმენტის პროცედურა და ახლა ყველას ყურადღება გახარიას პარტიაზეა მიპყრობილი, რადგან იმპიჩმენტისთვის საკრებულოში მათ ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
21.08.2025

"ისფედი" 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება, თუმცა გააგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს. მმართველ პარტიას "სულერთიას" პოზიცია აქვს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ბოლომდე არაა ცნობილი დეტალები, თუმცა, დიდი ალბათობით არც ის დააკვირდება არჩევნებს.

მარიამ ვეკუა
21.08.2025

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერების ნაწილი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოსავალს ქუჩის პროტესტში ხედავს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სხვა ყველა გზა გადაკეტა და ერთადერთი გამოსავალი სწორედ ქუჩაა. „ენმ"-ში აქტიურად საუბრობენ მშვიდობიანი რევოლუციის საჭიროებაზეც, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არეულობის მოწყობისა და „მაიდნის" სცენარის გამეორების უფლებას არავის მისცემენ. აქვს თუ არა პერსპექტივა ქუჩის პროტესტს და რა შედეგებზეა ის გათვლილი.

თამთა ჩაჩანიძე
20.08.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მისი როლის კონტექსტში საქართველოზეც გააკეთა აქცენტი. ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს, რუსეთს "არაფერი წაუღია". ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს ხანში საქართველოზეც გადმოერთოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს პაუზა მანამდე შენარჩუნდება, სანამ ჩინეთთან ურთიერთობას არ გაარკვევს.

თამთა ჩაჩანიძე
20.08.2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის ხემოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტს "ოცნებაში" უსამართლო ზეწოლას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამას "საქართველო არ დაემორჩილება". დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, გასაჩივრდება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება და მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი.

მარიამ ვეკუა
20.08.2025

ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული ინიციატივა, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს მასშტაბური აქციის ჩატარების შესახებ, ისევ აზრთა სხვადასხვაობის ეპიცენტრშია. ოპოზიციონერების ნაწილი იმავე აზრზე რჩება და 4 ოქტომბრის აქცია უპერსპექტივოდ ეჩვენებათ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ვისაც ეს ინიციატივა არ მოსწონს, მაშინ ახალი გეგმის ინიცატორები თავად გახდნენ. რა ხდება ოპოზიციაში და რას მოიტანს 4 ოქტომბრის აქცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.

თამთა ჩაჩანიძე
19.08.2025

საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნირობის განახლება სურს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს კონკრეტული გზამკვლევისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. რამდენად რეალურია ახლა სტრატეგიული ურთიერთობების განახლება და რა შემთხვევაში წამოვა ამაზე აშშ?

მარიამ ვეკუა
19.08.2025

„ლელო - ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად „ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. 18 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე კუპრაძემ რუსულ გავლენებსა და უსამართლობასთან ბრძოლა დააანონსა. ამ გადაწყვეტილებას მყისვე მოჰყვა პოლარიზებული შეფასებები - ოპოზიციის ნაწილი კუპრაძის კანდიდატურას „კატასტროფულ შეცდომად" აფასებს, მმართველ პარტიაში კი გამარჯვებაზე ისევ თავდაჯერებულად საუბრობენ.

თამთა ჩაჩანიძე
18.08.2025

"ქართული ოცნებისთვის" "სულერთია" დააკვირდება თუ არა ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებს. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ყველა შემთხვევაში, 64-ივე მუნიციპალიტეტში ობიექტურად მოიგებენ, თავის მხრივ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას საკუთარი გეგმები აქვს.

მარიამ ვეკუა
18.08.2025

დროის ლიმიტი იწურება - 31 აგვისტო საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ბოლო ვადაა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური კონიუქტურის და პროცედურების გაწელილობის გამო მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე მოსალოდნელი არაა, აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურები შესაძლოა წლის ბოლომდე გაიწელოს.

თამთა ჩაჩანიძე
18.08.2025

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური საქართველოს ისევ ადანაშაულებს "ყირიმის ხიდზე ტერაქტის მცდელობაში" უკრაინის ხელშეწყობისთვის. მათი მტკიცებით, სედანის ტიპის ავტომობილი, რომელშიც "მძლავრი თვითნაკეთი ბომბი იდო" უკრაინიდან ოკუპირებულ ყირიმში რამდენიმე სატრანზიტო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გავლით გადავიდა.

თამთა ჩაჩანიძე
17.08.2025

თუ უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან რუსეთი მოგებული გამოვა და უკრაინის ტერიტირიებს დაიკანონებს, ეს გავლენას მოახდენს საერთაშორისო სამართალზე დამყარებულ წესიგზე და პრეცედენტს შექმნის თანამედროვე ეპოქაში, რომ ძალით საზღვრების შეცვლა შესაძლებელია. ეს კი საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებს აჩენს ისეთი ქვეყნებისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, რომლებსაც დღეს ტერიტორიული დავები, ან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვთ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ და მიმდინარე მოლაპარაკების საქართველოზე ასახვის სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×