ნატალია ჯვარიძე
09.09.2025

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცია აქტიურდება. მათთვის მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის თარიღია - როგორც ამბობენ, „ოცნების" ხელისუფლების ჩამოშლის დღე. იქამდე, 13 სექტემბერს საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი რეპეტიცია 4 ოქტომბრისთვის. არც იმას გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე მუხტმა აიწიოს.

ნატალია ჯვარიძე
09.09.2025

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირება უკვე ლამის ქრონიკულ მოვლენად იქცა. ასე მოხდა ორშაბათს ღამითაც, როცა ერთმანეთს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საპროტესტო მარშის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. მმართველ პარტიაში გარე ძალების ჩარევასა და წინასწარ დადგმულ სცენარზე საუბრობენ. ოპოზიცია კი ხალხს ქუჩაში გამოვისვლისკენ მოუწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
08.09.2025

ევროკომისია ჯერ კიდევ აფასებს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე დემოკრატიულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა „ევროპეისკაია პრავდას" კორესპონდენტს განუცხადა.

მარიამ ვეკუა
08.09.2025

10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს მხრიდან მოწმის როლში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს, ხელისუფლება არაფერს ელოდება, თუმცა, აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად ისევ მზად არიან., როგორ დასრულდება ჰელსინკის სხდომა და რა გავლენას მოახდენს მეგობარი აქტის მიღება ან არ მიღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე, რომელის ჩატარებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება.

მარიამ ვეკუა
08.09.2025

„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიიდან წასული ყოფილი წევრები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მათ მხილებას უნდა ელოდონ. ენმ-ს ზოგიერთი წევრი კი მოსალოდნელ სიურპრიზებს ახსენებს, რაც „ოცნებამ" წასული თანაგუნდელებისგან შეიძლება მიიღოს. უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ახალი პარტიის შექმნას ყოფილი წევრებისგან, ვისზეა საუბარი და რატომ დაუპირპირდნენ აქტიური წევრები უკვე წასულებს - ამაზე ექსპერტებს სხვადასხვა შეფასებები აქვთ.

მარიამ ვეკუა
07.09.2025

„ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გათავისუფლების საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია: როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შედეგებზე და შეცვლის თუ არა ძალთა ბალანსს, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

ნატალია ჯვარიძე
06.09.2025

ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას.

მარიამ ვეკუა
05.09.2025

4 ოქტომბერი და მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობა ისევ განხილვის ეპიცენტრშია. რუსთაველის გამზირის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ამ დღეს ეროვნული კრების გამართვას აანონსებს და ხალხს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტიის რიტორიკა უცვლელია: ამბობენ, რომ მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს და ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, მკაცრად დაისჯება.

მარიამ ვეკუა
05.09.2025

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება „ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე, პოლიტიკური დღის მთავარ თემად იქცა და ოპოზიციაში ურთიერთსაპირისპირო შეფასებები გამოიწვია. ნაწილი ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს, სხვები კი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დასუსტების მორიგ მანევრად მიიჩნევენ. არაერთგვაროვნება იყო თავად „ლელოს" რიგებშიც კი. ელისაშვილმა ამ ჟესტს, არც მეტი არც ნაკლები, ჩათლახობა უწოდა.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს იზეიმებენ, რადგან „ქართულ ოცნებას" საბოლოოდ დაამარცხებენ. ანალიტიკოსები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ მათ გეგმებს და ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ აკეთებენ ამას, რადგან საზოგადოებრივი განწყობა ამის საფუძველს არ იძლევა.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის მერის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გარე ჩარევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება კაცად თუ ქალია, ან პირიქით". ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ქალაქთან დაკავშირებით „შთამბეჭდავი გეგმები" აქვს.

მარიამ ვეკუა
04.09.2025

3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე „ოცნების" შტაბთან მომხდარი დაპირისპირება კვლავ განხილვის ეპიცენტრშია. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შტაბის დატოვება ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ. „ოცნებაში" ინციდენტს ოპოზიციურ „ტიტუშკებსა" და „ორკებს" აბრალებენ, აანონსებებენ, რომ ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.მაშინ როცა ოპონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მმართველი ძალის კაპიტულაცია 4 ოქტომბერს დასრულდება. რა განცხადებები გაკეთდა და როგორია შეფასებები?

 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×