თამთა ქარჩავა (29.10.2009) ბადრი ბიწაძე ხელისუფლებას მის მიმართ პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ 27 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროდან" გამოსვლის შემდეგ, მის ავტომობილს სამი შავი ფერის "ჯიპი" აედევნა. ვახუშტის ხიდზე მათ მანქანები გააჩერეს და თავდასხმას შეეცადნენ, რის შემდეგ, მისი თქმით, "მაესტროში" დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ბიწაძე "საკანი #5"-ის სტუმარი იყო. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვასა და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ბადრი ბიწაძე: პირველის ნახევარზე დავტოვე ტელეკომპანია "მაესტრო". როგორც კი ტელევიზიიდან წამოვედი, შავი ფერის სამი ჯიპი ამედევნა. ვახუშტის ხიდის დასაწყისში შეეცადნენ პროვოცირებას. "რეზონანსი": რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ აგედევნენ? ბ.ბ: წუთიც და იქ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდებოდა. ორი მანქანა წინ მოგვყვებოდა, ერთი კი უკან, მაგრამ მოვახერხეთ და მოვბრუნდით. დაიბნენ. ეს არის მათი ხელწერა. ძალიან კარგად ვიცნობ სააკაშვილს, როგორც კი მოისმენდა იმას, რაც ვილაპარაკე, ეგრევე გასცემდა ჩემი დასჯის ბრძანებას. ესენი წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას ვერ ასრულებენ და ასე უცებ რას შეასრულებდნენ?! "რ": და რა თქვით ისეთი, რამაც გააღიზიანა ხელისუფლების წარმომადგენლები? ბ.ბ: ვთქვი ის, რაც იყო სიმართლე, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ვისაუბრე ცხინვალის თემაზე და ასევე პანკისზე. ვთქვი, შეიძლება თუ არა ტერორისტების გადმოსვლა პანკისის ხეობაში. რაც შეეხება ცხინვალის თემას, ვთქვი, რომ შეიძლებოდა ომის აცილება, თუ არ იქნებოდა სააკაშვილი და ვიცი, რომ ეს გააღიზიანებდა. ვთქვი, რომ სააკაშვილი ემზადებოდა ამ ომისთვის.
"რ": თუ მიმართეთ გამოძიებას? ბ.ბ: არა. "რ": რატომ? ბ.ბ: იმიტომ, რომ პატრულის ორი ეკიპაჟი იქვე იყო ჩასაფრებული და თვალყურს ადევნებდა ამ ფაქტს. იციან, რომ იარაღის ტარების უფლება მაქვს და საკმაოდ გამოცდილი ვარ. ამიტომ, უნდათ, რომ მასროლინონ. მაგათთვის ხომ ადამიანის სიცოცხლე არაფერია. თავისივე დაქირავებულ ადამიანს თავად გაწირავენ და მერე მე დამაბრალებენ. ეს უნდოდათ ახლაც, მაგრამ არ გამოუვიდათ. ორმა მანქანამ, რომლებიც წინ მომყვებოდა, ხიდის თავი ჩაკეტა, ერთი მანქანა კი უკან მომყვებოდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება და მარშრუტი არ გავაგრძელე, მანქანა შემოვატრიალე და მივბრუნდი ტელევიზიაში. როგორც ჩანს, დაიბნენ. გვიან გადაწყვიტეს, რა ექნათ. უკან გამომყვნენ, მაგრამ უკვე ტელევიზაში ვიყავი. "რ": ტელევიზიაში რომ მიბრუნდით, უკან გამოგყვნენ? ბ.ბ: კი. ტელევიზიამდე მოვდნენ, მაგრამ იქ უკვე ხალხი დახვდათ. მიხვნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და წავიდნენ. მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ მათთვის უკეთესია, თავი დაანებონ ჩემს თვალთვალს, რადგან მათ ისე გაწირავენ, რომ არც დაფიქრდებიან. "რ": რამდენი იყვნენ მანქანაში დაახლოებით? ბ.ბ: შავი ფერის შუშები ჰქონდა მანქანას და ვერ შევამჩნიე, ნიღბიანები იყვნენ თუ არა. წინა ორ მანქანაში 4-4 კაცი იჯდა. უკანა მანქანაში რამდენი იჯდა, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ შეიარაღებულები იქნებოდნენ. მე ვიცი სააკაშვილის ხასიათი და ამ გადაცემას რომ უყურებდა, ვიცი, რა ბრძანებას გასცემდა. "რ": რა ბრძანებას გასცემდა? ბ.ბ: რა თქმა უნდა, ჩემი დასჯის ბრძანებას გასცემდა. |
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  “საქართველომ, ისევე როგორც კავკასიის სხვადასხვა ხალხებმა, თავის თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან იმპერიული დამოკიდებულება. მიჭირს სრულფასოვანი კომენტარის გაკეთება ბარამიძის გამონათქვამებზე, თუმცა მე ვთვლი, რომ საღი აზრის ამოკითხვა ასეთი დამოკიდებულების მიმართ, ძალიან ჭირს,” - აცხადებს პარლამენტის კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ წიკლაური ავსტრიულ პრესაში გამოქვეყნებული გიორგი ბარამიძის ინტერვიუს კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა მეტეოსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ანომალიური სიცხეებია მოსალოდნელი - აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღლა აიწევს, დასავლეთ საქართველოში კი 37 გრადუსს ასცდება. აუდიო–ინტერვიუ  “მთავარია მასწავლებელმა თვითონ არ დაწეროს განცხადება გათავისუფლებაზე. ჯობია იგი გაათავისუფლოს დირექტორმა. ჩვენ ამის შემდეგ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ პედაგოგებს კანონიერი უფლებების დაცვაში დავეხმაროთ,”- აცხადებს “ხალხის პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე მასწავლებლების მასიური გათავისუფლების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|