რეზონანსი
12.03.2024

ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ემიგრანტი 37 წლის ნათია ქადარია, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

„წელიწადიც არ იქნება რაც წავიდა იტალიაში. გარდაცვალების დღეს, თავის შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რაღაც კარგად ვერ ვარო და წაიქცაო. 

ტელეფონი ხომ გაუვარდა ხელიდან საათ ნახევარი ვეძახოდიო, დედა დედაო და არ მპასუხობდაო. ნახეს რომ წაიქცა და ის ვისაც უვლიდა, ის ქალიც ყვიროდა თურმე და მერე მიხვდნენ რომ გარდაიცვალა. 

სასწრაფო რომ მოვიდაო იმათი ხმაც გვესმოდაო და მერე აიღესო ტელეფონი იატაკზე იდო ალბათ. სასწაული ნახა თავის შვილმა ასეთი ბედისწერა არ ვიცი მართლა“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცხედრის ექსპერტიზას 10-15 დღე დასჭირდება, რის შემდეგ იტალიიდან ჩამოასვენებენ ზუგდიდში თავის სახლში და მერე ენგურის ხიდით გადასვენებენ ოკუპირებულ გალში.

"განა ეს იყო დედი ჩვენი ბოლო შეხვედრა? ღმერთმა რატომ გამწირა ისე, რომ უდედოდ გავაგრძელო ცხოვრება. უშენოდ გული მიკვდება ცივი მიწისთვის როგორ გაგიმეტო დე.

უშენოდ რომ ვერ ვძლებდი ერთმანეთს სულ ვურეკავდით ახლა ვის დაველაპარაკო?

თვალწინ შენი ბოლო ამოსუნთქვა რატომ მანახე ცოცხლად მომკალი, რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, არ გაგიშვებდი, არაა“, - წერს გარდაცვლილი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×