რეზონანსი
29.04.2024

საპარლამენტო განხილვის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საკანონმებლო ორგანოსთან დღესაც შეიკრიბნენ. ისინი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავენ.

ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროტესტები გაგრძელდება.

"ვაპროტესტებ იმას, რაც შიგნით ხდება, ეს არის განუკითხაობა, სიტყვის ამოღების შესაძლებლობას არ აძლევენ დეპუტატებს, იმიტომ, რომ ეშინიათ მათი სიტყვის. პროტესტი იქნება ბოლომდე, იქამდე, სანამ ჩვენ სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში რუსეთს არ ვეტყვით არას", – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტი გაიწვიონ.

"დილით მაინც მოვედით, რომ გავაპროტესტოთ კომიტეტებზე კანონის მეორე მოსმენა და ამ საკითხის განხილვა. მოთხოვნა არის კვლავ იგივე, მოხდეს კანონის უკან გაწვევა, იმიტომ, რომ ეს კანონი გვაშორებს ჩვენ ევროპას და ყველაფერი, რაც გვაშორებს ევროპას, გვაახლოებს რუსეთს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ, არ შევიდეთ მათთან არანაირ კონტაქტში, წინააღმდეგობაში. დღეს ალბათ იქნება ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქცია, მაგრამ ხვალიდან, ზეგიდან, ყოველდღიურ რეჟიმში მანამ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან არაძალადობრივ პროტესტს", - აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×