რეზონანსი
29.04.2024

მდინარაძეს ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, - ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მტერი რუსეთია და საქართველოს აღნიშნული ხელისუფლება ჰყავს, არ შეიძლება ამ კანონის მიღება.

„ვისმენთ მშვიდად, ხმას არ აღებინებენ არავის და შეუძლებელია ამის მოთმენა, ბოლოს, ერთი საათი რომ ილაპარაკა მდინარაძემ უტიფრად როგორი პატიოსნება და გამჭვირვალობა სუფევს, ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს, პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ოკუპირებული ვართ, როცა მტერი რუსეთი გვყავს, როცა ასეთი ხელისუფლება არის, ამათგან შეუძლებელია ამ ტიპის კანონის მიღება, თორემ უცხოეთში, დასავლეთში, სადაც რეფორმირებული სასამართლო, პროკურატურა და მართლა გამჭვირვალეა სისტემა, იქ ყველაფერი გამჭვირვალეა, მათ შორის, არასამთავრობოები. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე. მოღალატეს ნუ გვეძახითო და მე არა-მეთქი, 100 ათასი კაცი ერთად გეძახით გარეთ მოღალატეს-მეთქი“- განაცხადა ჩარკვიანმა, რომელსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×