რეზონანსი
29.04.2024

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაახლოებით 1 საათია, "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებიან. მათი თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტს ყველგან გააპროტესტებენ, დღეს კი, აპროტესტებენ იმ საკომიტეტო განხილვასაც, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.

მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, კანონპროექტი უკან გაიწვიონ.

კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და რა სახეს მიიღებს დღეს პროტესტი, სად შეიკრიბებიან და სად გაგრძელდება - ამასთან დაკავშირებით აქციაზე მისულები დეტალურად ჯერ არ საუბრობენ.

"კონკრეტული გეგმა არის, რომ გავაპროტესტოთ ის, რასაც აკეთებს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომაზე, "ქართული ოცნება", არამედ მთელი ამ პოლიტიკური ინიციატივის და წამოწყების განმავლობაში, იმიტომ, რომ მათ პრაქტიკულად უნდათ, რომ ეს ყლორტები, რაც კი არსებობს სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუციების, გააქრონ და ჩაკლან. "ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ხელი აიღოს ამ წამოწყებაზე და ინიციატივაზე, მიიღოს გადაწყვეტილება კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არის ამის სივრცე და საშუალება იმიტომ, რომ თავის პოლიტიკურ გაჯიუტებას ნუ გადააყოლებენ ქვეყნის ინტერესებს", - აცხადებს ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×