რეზონანსი
17.01.2022
რეკლამა
რეკლამა

დიდი გამოხმაურება მოჰყვა მესტიელი დედის და მისი პატარა შვილების თოვლში გადღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, დედა 8 თვის სერაფიმე და 3 წლის დიონისე ხაჩიძეებს როგორ აკაჟებს სოფელ ნაკრაში, მესტიაში. სოციალური ქსელი უარყოფითი კომენტარებით გაივსო, რასაც ბავშვების დედა ელენე ცინდელიანი გამოეხმაურა:

,,მე ვარ ამ ბავშვის ,,რეგვენი” მშობელი, არავისთვის მიგვიბაძია. ვცხოვრობთ ჩვენთვის როგორც გვიხარია ისე და ჩვენს გვერდზე დადებულ ფოტოებს სხვები თუ ჯგუფებში იყენებენ, ეგეც არ არის ჩვენი ბრალი. ისე, ერთი პასუხი მაინც უნდა დაგიწეროთ: ,,კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გარდმოდინდების”. ასე რომ, თქვენი სიტყვები თქვენს შინაგან მდგომარეობას გამოხატავს, კარგიც და ცუდიც. მეტ სიყვარულს და სიხარულს გისურვებთ, ღმერთმა გაგახაროთ ყველა, კარგის და ავის მთქმელებიც. სიყვარულით, სერაფიმეს დედიკო”, - დაწერა ელენე ცინდელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×