თამთა ჩაჩანიძე
09.09.2026

"ქართული ოცნება" ბრიუსელისგან ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლას და საქართველოს მიმართ უფრო "სამართლიან" მიდგომას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას პრობლემა არა ევროპულ ინტეგრაციასთან, არამედ ევროკავშირის დღევანდელ პოლიტიკასთან და "ბრიუსელის ბიუროკრატიასთან" აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირმა "ნდობა დაკარგა" და, თუ საქართველოს წევრობა სურს, საკუთარი პოლიტიკის გადახედვა მოუწევს.

ნატალია ჯვარიძე
09.09.2026

უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მასშტაბური კორუფციული სკანდალი ოპერაცია „კართაგენის" ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც უწყების მაღალჩინოსანი სერგეი კროპივა („კანცლერი") და მისი პარტნიორი ელიზაბეტა ივახნენკო („მუზა") თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში მხილების გამო დააკავეს

თამარ ვეფხვაძე
08.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წელს, პირველ და მეორე კვარტალში ქვეყანაში 211 მილიონი დოლარით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის პირველ ნახევარში. სიტუაცია არც ისე სახარბიელოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე კვარტალშიც დიდად არ შეიცვლება მდგომარეობა. ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ინვესტიციების კლება ხელისუფლების პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას უკავშირდება, თუმცა დარგის სპეციალისტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გარე ფაქტორებმა განაპირობა. 

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2026

ყოფილმა გენპროკურორმა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ინტერნაციონალური ბატალიონი „გეორგიევსკი" შექმნა, რომლის მიზანიც რუსი სამხედროების დახმარებაა.ფარცხალაძის ფოტოს „ფრონტის ხაზიდან" მისი მეგობარი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია „ტელეგრამ" არხით ავრცლებს.

ნატალია ჯვარიძე
08.09.2026

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების მიუხედავად, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა საქართველოზე ადრე ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან. უმრავლესობის შეფასებით, ბრიუსელის მტკიცე პოზიციით გაფართოება ექსკლუზიურად დამსახურებაზეა დაფუძნებული და გამონაკლისები არ დაიშვება. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჩატარებული რეფორმების ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთკომპრომისების შემთხვევაში, საქართველოს შანსი აქვს, დაკარგული დრო სრულად აინაზღაუროს.

ნატალია ჯვარიძე
08.09.2026

ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამჯერად „ნაცმოძრაობასთან" ერთად „გირჩს" დაუპირისპირდა, რომელმაც ახლახანს შეიცვალა სახელი და ახლა „თავისუფალი ხალხის პარტია" ეწოდება. ამას გარდა, გვარამია გადაჭრით უარყოფს მისი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღებას და იმაზეც წერს, თუ რატომ აირჩია ნიკა გილაურმა 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მისი პარტიის და არა „ნაცმოძრაობის" დაფინანსება.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეექვსე წერილსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას მისი „განაცების" მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური დევნაა. „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურად არ იდევნება და სასჯელს სამართლებრივი პროცესის ფარგლებში იხდის.

ირმა ჩიტაია
07.09.2026

საწვავის გაძვირების ტენდენცია საქართველოში კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ფასმა ბოლო 3 კვირაში 35 თეთრამდე მოიმატა. სპეციალისტები ამ ფაქტს საგანგაშოდ აღიქვანენ და აცხადებენ, რომ თუ ფასების რეგულირება არ მოხდა, მოსახლეობას სამომხმარებლო კალათა კვლავ გაუძვირდება. ცხადია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულების მატება პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსებზე და ინფლაციის ზრდას კვლავ ხელს შეუწყობს. 

ქეთო გოგოხია
07.09.2026

რამდენიმე დღეში ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის რეგულაცია გადაიხედება. მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში მთავრობა არსებული 40 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე მუშაობს, რომელიც უკვე თითქმის ორი ათწლეულია უცვლელია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მუშაობა, საპარლამენტო კომიტეტთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს და საბოლოო კონფიგურაცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ქეთო გოგოხია
07.09.2026

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყველა არსებულ პროგნოზს აჭარბებს და ყველაზე დიდი ტემპით ავსებს. თუკი წლის ბოლომდე მაჩვენებელი დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო, რეზერვების მოცულობამ ეს ნიშნული კარგა ხანია გადალახა და 8 მილიარდს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ მყარი რეზერვები ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, პროცესს მეორე მხარეც აქვს: შესყიდული დოლარის სანაცვლოდ ბრუნვაში ლარის მასა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას ასტიმულირებს. ეკონომიკურ სივრცეში სეროზული განხილვის საგანი ხდება საკითხი, სავალუტო რეზერვების შესყიდვის ამჟამინდელი ტემპი რამდენად სახარბიელოა.

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2026

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირმა პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ისაუბროს. მათი შეფასებით, ხელისუფლება საკუთარი პოზიციისა და დამოკიდებულების შეცვლას ვერ დაიწყებს იმის მიხედვით, მოეწონება თუ არა ის ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსს.

ნატალია ჯვარიძე
07.09.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, - ინფორმაციას „გარდიანი" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა", - განაცხადა მერცმა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×