ქეთო გოგოხია
14.09.2026

რეგიონებში შეშა მკვეთრად გაძვირდა. მოსახლეობა ფასით და ზოგადად, შეშაზე დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა. ხალხი  ამბობს, რომ ლიმიტით განსაზღვრული რაოდენობა არასაკმარისია და შეშას რეალურად ვერ მოიპოვებენ, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. სათბობის გაძვირება და ზოგადად ამ სფეროში არსებული პრობლემები ყოველწლიურად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ თემად რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
14.09.2026

რუსეთი გერმანულ ქარხნებს დარტყმების პოტენციურ სამიზნეებად განიხილავს, საუბარია საწარმოებზე, რომლებიც უკრაინისთვის შორი მანძილის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებასა და წარმოებაში მონაწილეობენ. პარალელურად, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დაიხევენ.

ნატალია ჯვარიძე
14.09.2026

სარემონტო სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება, - ინფორმაციას სომხური მედია კომპანია „გაზპრომ სომხეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
14.09.2026

ევროკავშირთან უნიკალური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. მარკ კარნის განცხადებით, კანადის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.

თამთა ჩაჩანიძე
14.09.2026

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია - პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძის ნაცვლად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. გელაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრუნდება და ამჯერად მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2026

ოპოზიცია მომავალ კვირას სამთავრობო ცვლილებებსა და ხმაურიან დაკავებებს აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას მტკიცებით, სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე შინაპატიმრობაშია, ხოლო მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მალე ზერაბ პატარიძე ჩაანაცვლებს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს უფრო ჭორაობას ჰგავს, თუმცა, მისივე თქმით, „ბევრი ჭორი მერე ახდენილა".

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2026

ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა საუბარი მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც 4 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. გარდა ამისა, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ოპოზიციაშიც გამოუჩნდნენ მომხრეები.

ნატალია ჯვარიძე
12.09.2026

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტს უყრის კენჭს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს რუსული ენერგომატარებლების იმპორტიორებისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას ანიჭებს, ხშირად მოიხსენიები, როგორც „ჯოჯოხეთური სანქციების კანონი". ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი საბოლოოდ მიღება რუსეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება და უკრაინის ომზეც იქონიებს გავლენას.

ნატალია ჯვარიძე
12.09.2026

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებას იურისტთა ნაწილი სამართლებრივ ნონსენსად მიიჩნევს, ოპოზიცია კი - პოლიტიკურ დევნად. მათი შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადების გამო ბარამიძე მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2026

ოპოზიციაში დაპირისპირებამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ამომრჩეველთა ნაწილისთვის ეს უკვე ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ინტერვიუში ამ პროცესს ასე აფასებს: „ქართველ ამომრჩეველს ისღა დარჩენია, რომ პოპკორნი მოიმარაგოს, დაჯდეს და უყუროს მაგათ წეწვა-გლეჯას". მისი შეფასებით, დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური ხედვები კი არა მატერიალური ინტერესებია.

ნატალია ჯვარიძე
11.09.2026

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა. გამოძიების ცნობით, დაბადების დღეზე სადღეგრძელოს გამო დაწყებული დაპირისპირება დანით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებით დასრულდა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2026

ოპოზიციაში ყოფილ თანამებრძოლებს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადადის - ენმ-სა და „ახალს" შორის პოლიტიკური უთანხმოება უკვე ღია ვერბალურ ომად გადაიქცა. ნიკა გვარამიასა და ანა წითლიძის ბოლო განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დიდი ბზარია გაჩენილი. დაპირისპირება ერთმანეთის პოლიტიკური რეპუტაციის შელახვამდეც მივიდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×