ნატალია ჯვარიძე 20.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ უკრაინამ ამერიკის მიერ მინიჭებული უფლების გამოყენება დაიწყო და „ატაკამსის" იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმა განახორციელა.
|
ნატალია ჯვარიძე 20.11.2024

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ხუთ რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს და ასევე, მოითხოვს, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებებზე უარი თქვას.
|
ნატალია ჯვარიძე 19.11.2024

უკრაინამ დასავლური იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება, როგორც ჩანს, მართლაც მიიღო - 19 ნოემბერს პირველად მათ „ატაკამსის"ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით რუსეთის ბრიანსკის ოლქს დაარტყეს. ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის ახალ დოქტრინას მოაწერა ხელი.
|
ნატალია ჯვარიძე 18.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
|
ნატალია ჯვარიძე 15.11.2024

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას უკვე ავსებს და საკვანძო თანამდებობებზე საკმაოდ "არა სისტემურ" პირებს ნიშნავს, ამიტომაც ზოგიერთი ექსპერტი ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს პროგნოზირებს. სხვები კი მნიშვნელოვანს არაფერს ელოდებიან.
|
ნატალია ჯვარიძე 14.11.2024

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29" ტიპის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
|
ნატალია ჯვარიძე 14.11.2024

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად კონგრესის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი დაასახელა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტულსი გაბარდი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას „უშიშარ სულისკვეთებას" მოუტანს.
|
ნატალია ჯვარიძე 13.11.2024

საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
|
ნატალია ჯვარიძე 11.11.2024

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მალე კვლავ შეეცდება დიალოგის დამყარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შოლცის თქმით, პუტინთან მარტო საუბარს არ აპირებს. „დიახ, გვეგმავ რუსეთის პრეზიდენტთან საჭირო დროს დალაპარაკებას, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მე ამას მარტო არ გავაკეთებ", - აღნიშნა შოლცმა.
|
ნატალია ჯვარიძე 11.11.2024

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაჰპირდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან მან აღნიშნა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. მისივე თქმით, საფრანგეთმა უნიკალური მოდელი შეიმუშავა და ამ მოდელმა ახალი სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შთააგონოს.
| |
ნატალია ჯვარიძე 08.11.2024

ამერიკელები უკრაინა-რუსეთის ომს დატოვებენ, პირველ რიგში ისინი ამ ომს არ წაახალისებენ - „როიტერზის" ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა. ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე ბევრი ფაქტორი იმოქმედებს, მათ შორის ვინ დაიკავებს ადგილს სამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. სხვები კი რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|