ია აბულაშვილი
14.04.2020

„დღე და ღამე რესტორნებში ვიყავი, დღეში 4-5 რესტორანს ვიცვლიდი. ახლა ვირთხასავით ვარ სახლში გამოკეტილი, მაგრამ გაგებით ვეკიდები, რასაც ეს მთავრობა მოგვიწოდებს. არცერთი მთავრობა არ მყვარებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაუყარო... რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, რომ გადავრჩეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელებულიყო" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობის გადაწყვტილებას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასა და გამკაცრებასთან დაკავშირებით.

„ხორველა რომ გაჩნდებოდა, გაჩნდებოდა ერთ სახელმწიფოში, ან ერთ ქალაქში. ახლა ხედავთ, რომ მთელს მსოფლიოს მოედო ეს ჭირი. მდიდარი და ღარიბი გააერთიანა. ეს მდიდარი ვეღარ ჩაჯდება თვითმფრინავში და სხვა ქვეყანაში ვეღარ წავა. ყველას ერთიანად ეტირა დედა და იცით რატომ? - ღმერთი რომ დავივიწყეთ და სატანას ჩამოვართვით ხელი.

„დღე და ღამე რესტორნებში ვიყავი, დღეში 4-5 რესტორანს ვიცვლიდი, ახლა ვირთხასავით გამოკეტილი ვარ სახლში. ჩემი ბინა 30 კვადრატულია და დღეში 1 კმ-ს გავდივარ, ვარჯიშობ. კარგი ლექსიც დავწერე, კმაყოფილი ვარ. ახლა ფორტეპიანოზე შოპენის ეტიუდების დაკვრა უნდა ვისწავლო.

„ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ძალიან უყვარს ქალები, ნავთლუღის ბაზარში ფოსტის მტრედი იყიდა და წერილებს უგზავნიდა თავის საყვარელ ქალებს, მაგრამ ეს წერილები ფოსტის მტრედს ყვავმა შეუჭამა. მოკლედ, ვხალისობ და ახალი ცხოვრებისთვის ვემზადები.

„რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, სწორი გადაწყვტილებაა. რაც შეუძლია ამ მთავრობას აკეთებს, რომ გადავრჩეთ. არცერთი მთავრობა არ მყვარებია, მაგრამ გახარიას რომ ვუყურებ, ეტყობა, რომ კაცი მართლაც შეწუხებულია ამ მდგომარეობით. შე დალოცვილო, თუ მეტი იცი, გამოდი, დადე გეგმა და თქვი, რომ „ატვეჩაი" ხარ; მაგრამ ასეთი გეგმა რომ ვერავინ დადო? მაშინ აცადე, რა, ამ ხალხს", - განაცხადა „რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×