ელზა პაპოშვილი 05.06.2023

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი - 5-ვე ქალაქში სასამართლო პროცესები ჩაიშალა. შენობებში ბომბებს ეძებენ, მოქალაქეებს სასამართლოს შენობებში გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ყველგან გამნაღმველები მუშაობენ. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ასაფეთქებლებს კი ძაღლების საშუალებით ეძებენ. ასევე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 04.06.2023

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობასთან დაკავშრებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ერთ-ერთი მათგანი მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაა. გამოძიება მოწმეებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, შვილის დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელობის მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ მუქარის მეშვეობით ტყუილის თქმას აიძულებდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.06.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება ძმებს შორის - ხელვაჩაურში დედმამიშვილებს შორის კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. დანაშაული სოფელ კიბეში მოხდა. ახლობლების თქმით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.05.2023

ბრაზილიაში 31 წლის ილია კახაბერიძე სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა მეზღვაური, ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. 1 თვეა რაც რიო დე ჟანეროში იმყოფება. რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია. მხოლოდ ის იციან, რომ ის სასტუმროს ნომერში მოკლული ნახეს.
| |
ელზა პაპოშვილი 30.05.2023

სამართალდამცველებმა 7 კაცი დააკავეს, რომლებიც ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებითა და მიმოწერით აშანტაჟებდდნენ. ერთი მათგანი ლიეტუვას მოქალაქეა. დაზარალებული ქალების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, თუმცა, გამოძიების ცნობით, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც, სავარაუდოდ, არიან დაზარალებული ქალები, რომელთაც პოლიციისათვის ჯერ არ მიუმართავთ.
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2023

კახეთში, სოფელ ვერლისციხეში სასტიკად მოკლული 26 წლის გიორგი მირაზაშვილის საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციამ მის მკვლელობაში ბრალდებული სიძე-ცოლის ძმა დააკავეს, რომლებიც კვალის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას 4 თვის განმავლობაში ახერხებდნენ. რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა კი სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.
|
ელზა პაპოშვილი 27.05.2023

ქობულეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ირკევვა, 20 წლის გიორეგი ალხანიშვილს, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციასთან ერთად ეძებდა, მისივე კლასელმა ჯერ მოკლა და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ტყეში მეგობრების დახმარებით დამარხა. პოლიციამ სამი ადამიანი მკვლელობის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავა. ხოლო უშაულო მკვლელობაში ბრალდებულს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს, რომელმაც ქვეყანა დატოვა, ამ დრომდე ეძებენ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|