ელზა პაპოშვილი
06.04.2024

3 დღის წინ დაჭრილი 13 წლის მამიკონ შამოიანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეშვიდეკლასელ ბიჭს 15 წლის მოზარდმა დანა ღვიძლში დაარტყა, იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. მოზარდი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ კორპუსთან მძიმედ დაჭრილი იპოვეს და ის საავადმყოფოში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა. მშობლებმა კი მომხდარის შესახებ სკოლის მასწავლებლისგან გაიგეს. 

როგორც ბიჭის ახლობლები ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, ორ ჯგუფს შორის გოგონას გამო დაწყებული კონფლიქტია. მათი თქმით, მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ თვითმხილველებმა რეაგირებაც კი ვერ მოასწრეს. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რა მოხდა, როცა ბავშვი წაიქცა და დახმარებას ითხოვდა. 

ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა შეძლეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.  როგორც ბიჭის ოჯახი აცახდებს, ბავშვს ყველფერი ახსოვს, თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ამიტომ მას ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. 15 წლის მოზარდი პოლიციამ ცხელ კვლაზე დააკავა და მას  ბრალი ჯამრთელებოს განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წაუყენა. 

არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია. დაკავებულის ოჯახს და ადვოკატს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა ბიჭი წაიქცა და დახმარებას ითხოვდა. კონფლიქტის ხმა არავის გაუგია. სავარაუდოდ არც ყოფილა. ბავშვს ელოდებოდა საცხოვრებელ კორპუსთან, დაინახა, მივარდა და დანა დაარტყა - მუცელში ჰქონდა ჩარჩენილიო. დრო აღარ ითმენდა და ბავშვი ტაქსის მძღოლმა წაიყვანა საავადმყოფოში. ამბობენ, რომ კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო. სცემეს ერთმანეთი თუ რა მოხდა, არ ვიცით. მერე ეს ბიჭი, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით ჩაუსაფრდა და დაჭრა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოზარდს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

15 წლის ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძიება კი იმას ადგენს, იკვეთება თუ არა საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×