რეზონანსი
29.04.2024

ფინანსური დახმარების შეჩერება - ასეთი ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი ხმარდება იმ ინტერესებს, რომელიც მეტწილად უცხოურ ძალასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ხმარდება არასამთავრობო სექტორის ფინანსები.

„აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შანტაჟის საფუძველი არ არის. ეკა გიგაურს, ან ნინო ლომჯარიას მოაკლდება თუ არა თანხები, ამაზე ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს. ეს არ არის საზოგადოების და ხელისუფლებისთვის საინტერესო. როდესაც საუბარია დაფინანსებაზე და დახმარებაზე, ჩვენ რომ გვქონოდა მშვიდ ვითარებაში ქვეყანაზე ზრუნვის საშუალება და არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში ეს ტურბულენტობები, მაგალითად საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა 30 მილიარდი დოლარის მაგივრად, მინიმუმ 35 მილიარდი დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად ქვეყანას ექნებოდა პლუს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი. როდესაც ასეთ დროს ხდება რამდენიმე ათეული მილიარდის დამადლება, რაც არც ვიცით რაზე იხარჯება, მინიმუმ არასწორია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, რაზე რა თანხები იხარჯება, ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის. მაგალითად რამდენიმე თვის წინ, კვიპროსში შეხვედრა შედგა კეზერაშვილთან, სადაც ის რამდენიმე ნაცნობს ესაუბრებოდა და ასეთი რამ თქვა, რომ მას აქვს დაგეგმილი საარჩევნოდ 45 მილიონი დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მილიონის გამოყოფას თავად აპირებს, 15 მილიონის მობილიზებას ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისგან და 15 მილიონ დოლარზე თქვა, რომ ეს არის ენჯეოებისთვის გამოყოფილი ფული. საინტერესოა ვნახოთ, რომელ 15 მილიონ დოლარზე ჰქონდა საუბარი კეზერაშვილს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×