რეზონანსი
30.04.2024

 „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ გასამართლდება როგორც რეჟიმი, მსგავსად ფაშისტური რეჟიმისა, მოსვენება არ ექნება არც ქართულ საზოგადოებას და არც პოლიტიკურ სპექტრს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს მაშინ ექნებათ ოპოზიციაში მოსვლის საშუალება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა” როცა პოლიტიკაში აღარ იქნება, პოლიტიკოსებს ამის შემდეგ ექნებათ საშუალება, ოპოზიციაში მოვიდნენ, გაიზარდონ და შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ. როგორც ფაშისტური რეჟიმს არგასამართლების შემთხვევაში ექნებოდა საშუალება, მთელი ევროპა არ დაესვენებინა, ასევე ექნება საშუალება “ნაცმოძრაობას”, საქართველო არ მოასვენოს. ამიტომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი უნდა გასამართლდეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×