რეზონანსი
17.04.2024

დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, პირდაპირ ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

„სამწუხაროდ, რას უნდა ველოდოთ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადარჩენილი ზურაბიშვილისგან, კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილისგან?! ბევრი რამ, რაც მან გააკეთა, შავ ლაქად დარჩება მის პირად ისტორიაში და სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში.

დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, პირდაპირ ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვა, მაგრამ არ მგონია, რომ მას ეს ყველაფერი ეპატიოს, თუნდაც, ქართული საზოგადოების მხრიდან. აუცილებლად დაეწევა ეს ცოდვები ქალბატონ ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ფუნქციების ამოწურვის შემდგომ, სხვა ქვეყანაში შესაძლოა ვეღარც გაასწროს და მიეწიოს ის ცოდვა, რასაც აკეთებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×