რეზონანსი
29.04.2024

დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ, - განაცხადა პარლამენტთან გამოსვლისას „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მივესალმები ჩვენს ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს. ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვისთვისაც ხელშეუვალია ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ღირსებას, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს მახსენდება 2012 წელი, როდესაც თქვენ, ჩვენ და ქართველმა ხალხმა სწორედ აქ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, მშვიდობიან და სუვერენულ საქართველოში სურს ცხოვრება და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხალხმა ქვეყანა ანტიეროვნული, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა. და დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×