რეზონანსი
16.04.2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის დევი ჭანკოტაძის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა:"ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება".

ანალიტიკოსის თქმით, დიდი ალბათობით, ღალატის პარტიას მორიგი მზაკვრული გეგმა აქვს შემუშავებული გაბითურებული ახალგაზრდების გამოყენებით.

მისივე თქმით, სამართალდამცველნი ქვეყნის აყირავების ნებისმიერ მცდელობას და სისხლისღვრას ძირშივე აღკვეთენ.

„კონკრეტულად რა „ძალიან ცუდ მოვლენებს" გულისხმობს ნაცრევანშისტების „დივანის გენერალი" ჭანკოტაძე? უდიდესი ალბათობით, ღალატის პარტიას მორიგი მზაკვრული გეგმა აქვს შემუშავებული გაბითურებული ახალგაზრდების გამოყენებით. საქართველოს საზოგადოება და მისი სახელოვანი სამართალდამცველნი ქვეყნის აყირავების ნებისმიერ მცდელობას და სისხლისღვრას ძირშივე აღკვეთენ. შეიგნეთ ეს კუთხეში მიმწყვდეულო ნაცვირთხებო!"- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×