რეზონანსი
16.04.2024

ევროსასამართლომ [რუსულ და უნგრულ კანონებზე] ორი კრიტერიუმის გამო გამოთქვა უკმაყოფილება. პირველი - სტიგმატიზაცია, როდესაც ერთი მხრივ აგენტი ეწოდებოდათ და მეორე მხრივ არსებობდა ვალდებულება, რომ ტელევიზიით გამოსვლის დროსაც თავი ასე უნდა წარედგინათ, მაგრამ უნგრეთის შემთხვევაში ასევე იყო კუმულაციურ ეფექტზე მითითება, რომელ ფაქტორებშიც გათვალისწინებული იყო მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საშუალებაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე რითაც უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას.

„აქედან გამომდინარე ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს არის ცუდი, გამჭვირვალობა კი მიიჩნია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნად", - აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობას.

„რაღაც, რაც საგადასახადოსთვის არის ცნობილი, ის საზოგადოებისთვის იმავდროულად არ არის ცნობილი, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, რომელზე წვდომაც კონკრეტულ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურს აქვს, კონკრეტულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურს და აქედანაც კი კონკრეტულ შემთხვევაზე რომ ვილაპარაკო, დახარჯული 85 მილიონიდან, რა გრანტებიდან იყო შემოსავალი მიკვლევადი გახდა მხოლოდ 15 მილიონზე. იქ 85 მილიონი იყო, 185 თუ რამდენი არავინ იცოდა. ამ სიღრმეებში არავინ შემოდის, რადგან არგუმენტი რომ მათი ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, ამით ინგრევა", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×