რეზონანსი
16.04.2024

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დღეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის.

„ჩვენი ბრძოლა სამშობლოსთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, იდენტობისთვის და კულტურისთვის დღეს აქ გადის.

შეხედეთ ამ მავნებლებს, რას სჩადიან, რას ქადაგებენ, რას ითხოვენ და ვისი წარმომადგენლები არიან. მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებებისა ქართველ ხალხს გავლებული აქვს ხაზი და დარწმუნებულები ვართ, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. და რა არის ეს საქმე? ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

ეს ადამიანები [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები], გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ ამ კანონის მიღების. იციან, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება რა თანხა აქვთ აღებული სხვადასხვა ქმედებისთვის.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×