რეზონანსი
16.04.2024

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ დასმულ კითხვაზე, აქციაზე დაკავებულებისთვის ჯარიმების გადახდის შემთხვევაში იქნება თუ არა დახმარება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდებიან დახმარებას.

„ჯერ სასამართლო პროცესები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, შევეცდებით ყველანაირად დავეხმაროთ“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ჯარიმების საკითხზე ასევე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და განაცხადა, რომ საზოგადოების ერთობლივი მცდელობით ჯარიმების გადახდა დაუძლეველი პრობლემა არ არის.

„გასული მიტინგებიდან გამომდინარე უკვე იცის ხალხმა, რომ სოლიდარობა მაღალია და ეს [ჯარიმების გადახდა] არ არის დაუძლეველი პრობლემა, საზოგადოების ერთობლივი მცდელობით“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×