რეზონანსი
16.04.2024

„არავის შევეწირები. არც თქვენ, შვილებო – არავის ფულებსა და ინტერესებს არ შეეწიროთ. დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი, რომელიც ყველანაირ ფორმას ირგებს, ყველანაირ სახელს იწერს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ დღეს თქვენ თქვენივე ქვეყანაში მოაწყოთ არეულობა“, – ამის განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ექსპრეზიდენტთან ერთად ვიჯექი პალატაში, ტელევიზორს ვუყურებდი როგორ იბომბებოდა კიევი, გამოაცხადეს, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დავიწყე ტირილი და მეუბნება – რა გატირებსო, ეს არის სტატისტიკაო, დიდი პოლიტიკა ამას მოითხოვსო. მე ვუთხარი – შენ რომ ერთი გრადუსით აგიწევს სიცხე, ლამის ციხეში გვსვამ და ის დაღუპული ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედაა, ვიღაცის ძმაა-თქო. ჩვენ დიდ პოლიტიკოსებს ეს ხალხი უნდა შეგვეწიროსო, ასე მიპასუხა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×