რეზონანსი
15.04.2024

მსჯელობა არის ის, რაც აბსოლუტურად არ აინტერესებს ოპოზიციას. მათ აინტერესებს ერთად ერთი რამ - დარჩნენ ლოზუნგების დონეზე და ლოზუნგებით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

მან იურიდიულ კომიტეტში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვისას განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„მიზანი იყო ის, რომ არგუმენტები არ გაჟღერებულიყო. ვხედავდით აბსურდულ პოზიციებს, რომელიც მრავალმხრივაა და არა ერთ ხმაში ფიქსირდებოდა. ვხედავდით ასევე მცდელობას იმისა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალათ კანონპროექტის წარმდგენლისთვის, რომ მას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიციები. საბოლოო ჯამში, კომიტეტის შეხვედრა შედგა - 11 საათი გრძელდებოდა და ჩვენ სხვადასხვა ფაზა ვიხილეთ ამ დისკუსიის, თუმცა გამუდმებით იყო მცდელობები იმის, რომ ხელი შეუშალონ აზროვნებას, მსჯელობას და მსჯელობა არის ის, რაც აბსოლუტურად არ აინტერესებს ოპოზიციას. მათ აინტერესებს ერთად ერთი რამ - დარჩნენ ლოზუნგების დონეზე და ლოზუნგებით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ლოზუნგი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული და „ბრენდირება" ამ კანონპროექტის არის. რა თქმა უნდა, ყველა ვიზიარებთ იმას, რომ არაფერი რუსული მისაღები არ არის ჩვენთვის. თუმცა, ვერაფრით ამტკიცებენ, წარმოადგენენ იმას, თუ რატომ არის გამჭვირვალობა მაინც და მაინც რუსული ფენომენი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×