რეზონანსი
15.04.2024

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.

მინისტრი აზიარებს ელისაშვილის ვიდეოს, სადაც ჩანს მისი შეცვლილი რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან რუსის ჯარს გამოექცა და საქართველოში შემოიძურწა.

„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი. ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ. ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი." - წერს თეა წულუკიანი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×