რეზონანსი
15.04.2024

ივანიშვილი ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და პუტინის დავალებებ ასრულებს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს. ოპოზიცის წევრის თქმით, ამ წუთებში პარლამენტში, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და ამიტომ მოქალაქეების პროტესტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ივანიშვილი პირდაპირ ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული  და ასრულებს პუტინის რუსეთის დავალებას, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს მოუკლას ევროპული პერსპექტივა. ამას აკეთებენ დღეს პარლამენტში შიგნით და ამას უნდა დაუპირისპირდეს აბსოლუტურად ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. დღეს არის ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ამბავი და ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ, „არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას!“, - ამბობს საბა ბუაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×